Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენში


გივი მიქანაძე, პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი
გივი მიქანაძე, პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იყო საქართველოს არცერთი წარმომადგენელი ათენში, სადაც მიიღეს უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია. პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში "ქართული ოცნების" წევრმა თქვა, რომ შეხვედრა "პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს".

"ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, ბალკანეთის ქვეყნების მიმართებაში ევროკავშირთან გაფართოების კუთხით. აქ არ ყოფილა აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. თუმცა, როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა და მოლდოვა უკრაინასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში. ეს ფაქტორი პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს. ეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი", - თქვა გივი მიქანაძემ.

21 აგვისტოს ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული სამიტის შემდეგ მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გაგრძელების ფონზე.

"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, რომლებიც გეოგრაფიულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ესაზღვრებიან, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელიც საერთო შესაძლებლობებითა და გამოწვევებით განისაზღვრება“, - ნათქვამია ათენის სამიტის დეკლარაციაში.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელის თანდასწრებით, დეკლარაციას ხელი მოაწერეს უკრაინის, საბერძნეთის, სერბეთის, მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა.

XS
SM
MD
LG