Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე კიდევ აგზავნის დამატებით ჯარებს


პოლონეთის მესაზღვრე ბელარუსის საზღვართან. 30 ივნისი, 2022.
პოლონეთის მესაზღვრე ბელარუსის საზღვართან. 30 ივნისი, 2022.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის საზღვარზე დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა შეათანხმა სასაზღვრო სამსახურის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ. ამის შესახებ სამშაბათს იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო PAP-ი.

ერთი დღით ადრე პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაძლიერების მოთხოვნა ეხებოდა საზღვარზე დამატებით 1000 ჯარისკაცის განლაგების აუცილებლობას.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, მანამდე პოლონეთმა დაიწყო ბელარუსის საზღვარზე ბარიერების აშენება, რომლებიც ელექტრონული დაცვის საშუალებებით არის აღჭურვილი.

პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საზღვართან შენიშნეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ვითარება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს დაუკავშირა.

„ვაგნერის“ დაქირავებულებმა ბელარუსში ჩასვლა დაიწყეს ივნისის ბოლოს რუსეთში აჯანყების მცდელობის შემდეგ. ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ბელარუსის სამხედროებს მოამზადებენ. ვაგნერელები ბელარუსში მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე ჩადიან. მათი მთავარი ბანაკი მოგილიოვის ოლქში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG