საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რომელიც ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს შორის, რომელიც შოვშია, ამბობს, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე 7-8 ბავშვს ეძებენ. ეს არის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, რომელიც 5 აგვისტოს დღის ბოლოს მიაწოდა მან ჟურნალისტებს.
შოვში 17 დაღუპულის აღმოჩენის შემდეგ კიდევ 15-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მოხალისეები და მძიმე ტექნიკაც.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.