Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში იპოვეს მე-12 დაღუპული


შოვი
შოვი

შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე კიდევ ერთი, მეთორმეტე ადამიანის იპოვეს დაღუპული. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. მათ შორის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დაღუპული ადამიანებიდან რამდენია ქალი, კაცი ან ბავშვი.

"[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა მე-12 დაღუპულის აღმოჩენამდე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 12 დაღუპული და 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.

XS
SM
MD
LG