Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თქვენსავით დაწკეპილი კი არ მოვსულვარ, პოლიეთილენის შეფუთვებით“, - ვის მიმართა მთივლიშვილმა, მას შემდეგ, რაც შეურაცხყოფა მიაყენეს

„ქართული ოცნების" დეპუტატის გოჩა ენუქიძის სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე.
„ქართული ოცნების" დეპუტატის გოჩა ენუქიძის სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე.

ამბროლაურის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან" ელიზბარ კობახიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „მთის ამბების“ ჟურნალისტებს, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში რაჭაში, კურორტ შოვში სტიქიას აშუქებდნენ.

საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტებს მიმართა: „თქვენ არ ხართ ქართველები, ხართ მოგზავნილები". ელიზბარ კობახიძემ „მთის ამბების“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თავდაპირველად „არასწორი კადრის“ გადაღებაში დაადანაშაულა და მოგვიანებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ელიზბარ კობახიძეს გამოესარჩლა საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე, რომელსაც გელა მთივლიშვილმა ამ სიტყვებით მიმართა: „თქვენსავით დაწკეპილი კი არ მოვსულვარ, პოლიეთილენის შეფუთვებით ფეხსაცმელზე“.

„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე. ონის მუნიციპალიტეტის მერია. 17 აგვისტო, 2022 წელი.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

მაშველებმა სტიქიის არეალში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

XS
SM
MD
LG