Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი რუსეთს ადანაშაულებს მიზანმიმართულ იერიშში ოდესის მარცვლეულის ობიექტებზე


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს ბრალი დასდო ღამით იერიშის განზრახ მიტანაში შავ ზღვაზე, ოდესის პორტში მდებარე მარცვლეულის ობიექტებზე. პარალელურად, ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობში 19 ივლისს, დილით ადრე, გაჩნდა ხანძარი და მოხდა აფეთქება, რამაც გამოიწვია მასობრივი ევაკუაცია და გზის გადაკეტვა.

ოდესის რეგიონზე ღამით მიტანილი იერიში "ყველაზე მასშტაბური" იყო ომის დაწყების შემდეგ, - უთხრა რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ეს იყო "ჯოჯოხეთური ღამე".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოდესაზე დარტყმა მიემართებოდა ობიექტებს, სადაც უკრაინა ამზადებს საზღვაო დრონებს - იმ ტიპის საფრენ ობიექტებს, რომლებმაც, მოსკოვის თანახმად, ანექსირებულ ყირიმში ხიდი დააზიანა.

მაგრამ ზელენსკი ტელეგრამით წერს, რომ რუსეთმა განზრახ ამოიღო სამიზნედ ოდესის რეგიონში მდებარე ობიექტები, რომლებსაც მარცვლეულის გადაზიდვისთვის იყენებენ -ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი განაცხადა გაეხანგრძლივებინა გაეროს შუამავლობით მიღწეული "მარცვლეულის შეთანხმება". შეთანხმება უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვას უზრუნველყოფდა.

"რუსმა ტერორისტებმა განზრახ ამოიღეს მიზანში მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურა, და ყოველი რუსული რაკეტა არის დარტყმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ყველა ადამიანზე მსოფლიოში, ვისაც ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრება სურს", - ამბობს ზელენსკი.

XS
SM
MD
LG