ჩაქვში, სასტუმროს აუზში, 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ეს შემთხვევა სასტუმრო "ოაზისში" მოხდა - სასტუმროს ადმინისტრაციასთან დასაკავშირებელი სატელეფონო ნომერი ამ დროისთვის გამორთულია.
შემთხვევის შესახებ უკვე ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.