Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Libération-ი: ამბოხების მცდელობის შემდეგ პრიგოჟინი პუტინს შეხვდა კრემლში


"ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი ამბოხების დღეს. დონის როსტოვი. 24 ივნისი, 2023 წელი
"ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი ამბოხების დღეს. დონის როსტოვი. 24 ივნისი, 2023 წელი

რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი წარუმატებელი ამბოხების შემდეგ, რუსეთიდან გამგზავრების წინ მოსკოვში ჩავიდა და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

ამის შესახებ ცნობას ავრცელებს ფრანგული გაზეთი Libération-ი, დასავლეთის დაზვერვის ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით.

გაზეთის თანახმად, პრიგოჟინი 1 ივლისს „ვაგნერის“ სხვა მეთაურებთან ერთად გამოიძახეს კრემლში, სადაც ის პუტინის გარდა, შეხვდა "როსგვარდიის" მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვს და საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაურს, სერგეი ნარიშკინს.

ამ შესაძლო შეხვედრების შესახებ დეტალები გაზეთს არ მოჰყავს. „ვაგნერის“ ამბოხების შემდეგ, როცა მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს და მერე მილიონიან ქალაქს ალყა შემოარტყეს, გამოცხადდა, რომ დაქირავებულთა დაჯგუფების მეთაური ბელარუსში იცხოვრებდა. მოგვიანებით მედია იტყობინებოდა, რომ ბიზნესმენი ნახეს სანქტ-პეტერბურგში.

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი მის ქვეყანაში არ იმყოფება. მოსკოვს ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მეორე დღეს გამოაცხადა, რომ კრემლი არ ადევნებს თვალყურს პრიგოჟინის გადაადგილებას. ამბოხების გამო ბიზნესმენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ მასზე ძებნა არ გამოცხადებულა და არც დაუსწრებლად დაუკავებიათ.

XS
SM
MD
LG