Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ძალადობრივი გამოსვლების გამო საღამოდან აღარ იმოძრავებს ავტობუსები და ტრამვაი


მეხანძრე ცეცხლის ჩაქორობისას. ნანტერი, საფრანგეთი, 29 ივნისი, 2023 წელი
მეხანძრე ცეცხლის ჩაქორობისას. ნანტერი, საფრანგეთი, 29 ივნისი, 2023 წელი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა რეგიონების პრეფექტებს დაავალა, 21 საათიდან შეწყდეს ავტობუსების და ტრამვაის მოძრაობა.

მთელ საფრანგეთში სისტემატურად უნდა აიკრძალოს ასევე ფოიერვერკის, ბენზინის კანისტრების, აალებადი და ქიმიური პროდუქტის გაყიდვა.

საფრანგეთის ბევრ ქალაქში სამი ღამეა არ წყდება ძალადობრივი გამოსვლები. საბაბი არეულობისა გახდა პოლიციის მიერ 17 წლის მძღოლის მოკვლა საგზაო შემოწმების დროს.

პოლიციის თანახმად, მხოლოდ გასულ ღამეს დაშავდა 200-ზე მეტი პოლიციელი. დაკავებულთა რიცხვი 875-ია. დაწვეს 1900 ავტომანქანა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა საციალური ქსელების მესვეურებს მიმართა, წაშალონ ძალადობისკენ მოწოდებებები. მაკრონმა მინისტრებთან ერთად კრიზისის გამო გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ არეულობაში Snapchat-მა და Tiktok-მა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი.

გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პოლიციელმა მოკლა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი, სახელად ნაელი, რომელიც ავტომობილს მართავდა და არ დაემორჩილა მოთხოვნას გაჩერების შესახებ. მას პარიზის გარეუბან ნანტერში საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა. პოლიციელი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი იყო არა ბიჭის მკვლელობა, არამედ შეჩერება და ქუჩაში შექმნილი საფრთხის აღკვეთა.

XS
SM
MD
LG