Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვორონეჟის გუბერნატორი უარყოფს ქალაქში „ვაგნერის“ შესვლას


კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სიმბოლოკა
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სიმბოლოკა

ამ დროისთვის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული სამხედროები ოლქის ტერიტორიაზე შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ НТВ ტვიტერში ავრცელებს.

ვორონეჟის ოლქში "ვაგნერს" თავს დაესხენენ ავიაციის მეშვებით, ამას შესახებ წერს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ტელეგრამარხზე. იქვე წერენ, რომ "სამოქალაქო ომი ოფიციალურად დაიწყო" და ვერტმფრენი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, ჩამოგდებულია.

სოციალური ქსელებით ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე ყოფნას ასახავს.

მანამდე ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" აკონტროლებს დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებს.

რადიო თავისუფლება ეყრდნობა მხარეების მიერ საინფორმაციო არხებით გარცელებულ ცნობებს, რომელთა უტყუარობის გადამოწმება ომის პირობებში ვერ ხერხდება.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.

პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG