Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბოროტი ექსპერიმენტი" - კინოსექტორი აფასებს ცვლილებებს კინოცენტრში


მეათე დღეა კინოცენტრში პროტესტი არ წყდება. კინოსექტორი 11 ივნისიდან ითხოვს კინოცენტრში რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას და ცენტრის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრას.

20 ივნისს, საღამოს 6 საათზე ამოიწურა მინისტრის მიერ დროებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის მიცემული ვადა, დანიშნულიყო შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან - ამ დროს კინოცენტრთან შეკრებილი რეჟისორები გულშემატკივრებს იმ საფრთხეების შესახებ ელაპარაკებოდნენ, რაც დამოუკიდებელ ქართულ კინოს ემუქრება სამინისტროს ხისტი პოლიტიკით და ცენზურის მცდელობით.

კინოსექტორის პროტესტის კვალდაკვალ 20 ივნისს ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა კულტურის სამინისტრომ, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ცენზურაზე თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც მომავალში."

XS
SM
MD
LG