Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კაზინო "აჭარაში" ფინანსური პოლიცია შევიდა, მიმდინარეობს გამოძიება

კაზინო "აჭარაში" ფინანსური პოლიცია შევიდა, მიმდინარეობს გამოძიება


საილუსტრაციო ფოტო: კაზინო "აჭარა"
საილუსტრაციო ფოტო: კაზინო "აჭარა"

კაზინო "აჭარაში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე [სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით].

ფინანსურ პოლიციაში განმარტავენ, რომ საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს (ჩატარდა) შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კაზინოდან დიდი რაოდენობით დალუქული ტექნიკა და დოკუმენტაცია გაიტანეს.

XS
SM
MD
LG