რუსეთის კრასნოდარის მხარეში, რომელიც ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება, ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე.
მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა მაზუთის გამოსახდელ დანადგარს. ქარხანა სევერსკის რაიონის დაბა აფიპსკიში მდებარეობს.
გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე დილის 6 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებული იყო.
- 3 მაისს, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად, ნავთობის რეზერვუარი დაიწვა კრასნოდარის მხარის სოფელ ვოლნაში.
- 4 მაისს, დრონით დარტყმის შედეგად, ამავე რეგიონში ხანძარი გაჩნდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე.
- რუსეთი თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს. კიევი ამ ბრალდებებს, როგორც წესი, ოფიციალური კომენტარის გარეშე ტოვებს.