რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და ამომრჩეველთა 52, 41% მიიმხრო, განაცხადა თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ აჰმეთ იერენმა 28 მაისის საღამოს.
ბიულეტენების 99,43 %-ის დათვლის შედეგად, ერდოანის მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ, ხმების 47.86% მოაგროვა, - განაცხადა იენერმა. მისი თქმით, კანდიდატებს შორის ორი მილიონი ხმის განსხვავებაა და დარჩენილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ, საბოლოო შედეგი ვეღარ შეიცვლება.
არჩევნების პირველი ტური გაიმართა 14 მაისს. გამარჯვებისთვის საჭირო 50 % ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ერდოანს მაშინ ამომრჩეველთა 49,5%-მა დაუჭირა მხარი, ქილიჩდაროღლუს - 45%-მა.