ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა 23 მაისს განაცხადა, რომ პოლონეთმა უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 გამანადგურებლებზე. თუმცა, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მალევე დააზუსტა, რომ ბორელმა იჩქარა.
„მზად ვართ. პოლონეთის მხარე მზად არის, პილოტებს F-16-ების მართვა შეასწავლოს. ეს სწავლება ჯერ არ დაწყებულა“, - თქვა მარიუშ ბლაშჩაკმა.
გასული კვირის ბოლოს შეერთებული შტატები დათანხმდა, უკრაინას გადასცენ ამერიკული F-16-ები. ამას სავარაუდოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანა გააკეთებს.
როგორც ვარაუდობენ, ეს პროცესი, ასევე უკრაინელი მფრინავებისა და სხვა პერსონალის გაწვრთნა, რამდენიმე თვეს გასტანს.
"ჩვენ მზად ვართ. პოლონური მხარე მზად არის გაწვრთნას F-16 მფრინავები. ასეთი წვრთნა ჯერ არ დაწყებულა", - განაცხადა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 მაისს მხარი დაუჭირა F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამებს. გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ დათანხმდა, მისმა პარტნიორებმა უკრაინას მიაწოდონ თანამედროვე ამერიკული შეიარაღება, მათ შორის F-16 გამანადგურებლები. როგორც თეთრმა სახლმა გამოაცხადა კვირას, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თავად აშშ მიაწვდის თუ არა უკრაინას F-16-ებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. გარდა ამისა, ვაშინგტონის პოზიციის გამო, ევროპის ქვეყნები F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც კი ვერ ახერხებდნენ.
როგორც შენიშნავენ, თვითმფრინავების მიწოდების ვადები შეიძლება არ იყოს ისეთი მოკლე, როგორც ამას უკრაინა მოელის. პოტენციურ მიმწოდებლებს - უპირველეს ყოვლისა F-16-ების მქონე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, როგორებიცაა ნიდერლანდი, დანია, ნორვეგია და პოლონეთი - დრო სჭირდებათ თავიანთი არსენალის შესამოწმებლად, ასევე რესურსები - უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად.