საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან ერთად თბილისში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელისუფლების ინკლუზიურ თანამშრომლობაზე ხაზგაზმით დაიწყო. მისი სიტყვებით „დინამიკურ, მომთხოვნ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა“ დემოკრატიის მოთხოვნაა, ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა ურთიერთკრიტიკა. მინისტრის თქმით, საქართველოში მისი პირველი ვიზიტი სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო.
კატრინ კოლონას თქმით, საქართველოში იმყოფება „მხარდაჭერის გზავნილის გადმოსაცემად“ რთულ საერთაშორისო და რეგიონულ კონტექსში, ომის გამო რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინისტრის თქმით, საქართველო დღესაც იხდის რუსეთის იმ პოლიტიკის გამო ფასს, რომელსაც ეს ქვეყანა ახლა უკრაინაში აწარმოებს და რომელიც საქართველომ თავის თავზე 2008 წელს განიცადა.
„საქართველოს საფრანგეთის სოლიდარობის იმედი შეუძლია ჰქონდეს“, - თქვა კატრინ კოლონამ
კოლონას განცხადებით, ილია დარჩიაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზეც, ისევე როგორც სხვა შემთხვევაშიც ხშირად, განიხილეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, როდესაც ჩამოვედი ვნახე ევროკავშირის ბევრი დროშა თბილისში. გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაცები და როგორც მითხარით, ბატონო მინისტრო, საქართველოს მოქალაქეების 85% ემხობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ციფრი, რომელიც მომავლის ხედვას გვაძლევს, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო და ევროპა არის ერთიანი“,- განაცხადა კოლონამ,
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მზად არიან საქართველოს ამ გზაზე დაეხმარონ, თუმცა ამისთვის აუცილებელია პროგრესი და წინსვლა სტატუსის მოსაპოვებლად, რაც გაწერილია ევროკომისიის 12 რეკომენდაციით, კერძოდ ინტიტუციები დაცვა სხვადასხვა გავლენისაგნ, სიტვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.
"ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა და ამისთვის უნდა დავეყრდნოთ ამ ქვეყანაში არსებულ ყველა ძალას იმისთვის, რომ ეს ოცნება გახდეს რეალობა" - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საფრანგეთის თანხმობის მოლოდინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების განხილვისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ყოფნა არის იმის დასტური, რომ საქართველოს როგორც ადრე მომავალშიც ექნება საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. ამაზე ვისაუბრეთ და ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საფრანგეთის სახით ჩვენ გვყავს ძლიერი მხარდამჭერი, რომელიც გვეიმედება და ჩვენ ნამდვილად ერთად გავაგრძელებთ უკეთესი და უფრო დინამიკური ევროპული მომავლის მშენელობას“, - თქვა ილია დარჩიაშვილმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს დღეს, 28 აპრილს, ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ფრანგი დიპლომატი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.