Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის დროშა აღმართეს სომხეთთან მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელ გზაზე


აზერბაიჯანმა ლაჩინის გზაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი 23 აპრილს მოაწყო
აზერბაიჯანმა ლაჩინის გზაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი 23 აპრილს მოაწყო

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ეროვნული ჰიმნის ფონზე, აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართეს ლაჩინის გზაზე გახსნილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.

აზერბაიჯანმა ამ გზის დასაწყისში, სომხეთთან საზღვარზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი 23 აპრილს გახსნა. ბაქომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად. ამას უარყოფს ერევანი, რომელმაც აზერბაიჯანი დაადანაშაულა რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში.

  • მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე განახლდა.
  • 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".
  • შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა.
XS
SM
MD
LG