21 წლის თორნიკე აკოფაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ჯარისკაცი, უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლი, 7 მარტს "უცხოეთის აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს 8 მარტს. ვიდეომტკიცებულება, რომლითაც პროკურატურა მისი დანაშაულის დამტკიცებას შეეცდება, პროპაგანდისტული მედია პოსტ ტვ-ის მიერ არის გადაღებული და მასში მხოლოდ ის ჩანს, როგორ ურტყამს თორნიკე რეზინის ლენტას სპეცრაზმელის ფარს. თორნიკე 10 მარტს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლომ განაჩენის გამოტანამდე. თორნიკეს სურს, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. პირველი სასამართლო სხდომა, სადაც მისი საქმის განხილვა უნდა დაიწყოს, 1 მაისს არის ჩანიშნული. ამავე დღესაა დაგეგმილი აქციების კიდევ ერთი მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესიც. ორივე დემონსტრანტს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ეპიზოდები
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში