პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის.
პოლონეთმა და უნგრეთმა ერთი დღით ადრე გამოაცხადეს ამგვარი იმპორტის აკრძალვის შესახებ, ადგილობრივი ფერმერების ფასების ვარდნისგან დასაცავად, რასაც მიწოდების გაზრდა იწვევს.
პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ ტვიტერით დაწერა, რომ ორი მხარე მოლაპარაკებას გამართავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სატრანზიტო საქონელი პოლონეთში არ დარჩება.
კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა არღვევს მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს.
მინისტრების შეხვედრა 17 აპრილს გაიმართება.