Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი ფერმერების დასაცავად პოლონეთმა აკრძალა უკრაინული მარცვლეულის და სხვა საკვების იმპორტი


სატვირთო მანქანა მარცვლეულის მოსავლის აღებისას, უკრაინა, ოდესის რეგიონი, 2022 წლის ივლისი
სატვირთო მანქანა მარცვლეულის მოსავლის აღებისას, უკრაინა, ოდესის რეგიონი, 2022 წლის ივლისი

პოლონეთმა აკრძალა მარცვლეულის და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა.

თუმცა, პოლონეთის ლიდერებმა დასძინეს, რომ ეს საკითხი არ აისახება უკრაინის მიმართ მათ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.

პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. ვარშავა უკრაინას აწვდის ტანკებს და პირდება საბრძოლო თვითმფრინავებს. მაგრამ უკრაინის იაფი საქონლის დასავლეთით გადინებამ, რაც ომმა გამოიწვია, მნიშვნელოვნად შეამცირა პოლონელი ფერმერების შემოსავლები. ფერმერთა გულისწყრომის გამო მიმდინარე თვეში პოსტიდან გადადგა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

XS
SM
MD
LG