რუსეთის მოქალაქეებს ამიერიდან არმიაში ბევრად უფრო იოლად გაიწვევენ.
პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებულ კანონში შესწორებას ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მის თანახმად, გაწვევის შეტყობინების პირადად გადაცემა აღარ იქნება აუცილებელი, მას შესაბამის პირს ელექტრონულად გაუგზავნიან.
წვევამდელებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ინტერნეტში, ამიერიდან აღარ შეეძლებათ რუსეთის დატოვება, სანამ არმიაში არ გამოცხადდებიან.
ამ დროს, კრემლი უარყოფს, რომ ახლა, დიდი რაოდენობის კაცებს კვლავ გაიწვევენ უკრაინის წინააღმდეგ ომში, რომელიც თითქმის 14 თვეა გრძელდება.
შარშან შემოდგომაზე რუსეთის ასეულათასობით კაცმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა მობილიზაციის პირველი ტალღისთვის თავის ასარიდებლად. რუსეთის მოქალაქეთა ნაწილმა კი მობილიზაციას თავი იმით აარიდა, რომ არ ცხოვრობდა რეგისტრაციის მისამართზე და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მათთვის არმიაში გაწვევის შესახებ შეტყობინების გადაცემა, რომელსაც მხოლოდ წერილობითი ფორმით ჰქონდა ძალა.