Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: სოციალურ ქსელებში გაჟონა სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტმა უკრაინის კონტრშეტევის შესახებ


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი დონეცკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი დონეცკის ოლქში

სოციალურ ქსელებში გაჟონა, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს და ნატოს საიდუმლო დოკუმენტებმა, რომლებიც ეხება კონტრშეტევისთვის უკრაინის არმიის მომზადებას. გამოცემა New York Times-ი წერს, რომ 1 მარტით დათარიღებული დოკუმენტების ფოტოასლები ტვიტერით და ტელეგრამით გავრცელდა და შესაძლოა, ნაწილობრივ შეცვლილი იყოს.

დოკუმენტებში არ არის დასახელებული უკრაინის არმიის მომავალი შეტევის დრო და ადგილი, თუმცა, შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ბრიგადა უნდა მომზადდეს და რა რაოდენობის ტექნიკას მიიღებენ. დოკუმენტების ნაწილის განზრახ შეცვლაზე, სავარაუდოდ, მიუთითებს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი სლაიდის მიხედვით, უკრაინაში მოკლულია 16 000-17 000 რუსი სამხედრო, რაც რეალობას არ შეესაბამება და მისი გაყალბება შესაძლოა, მიუთითებდეს რუსეთის სასარგებლოდ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში New York Times-ს განუცხადეს, რომ იკვლევენ სოციალური ქსელებით მსგავსი მონაცემების გავრცელებას. გამოცემის თანახმად, შესაბამისი სამსახურები ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ ტვიტერიდან და ტელეგრამიდან ამ მასალების წაშლას.

XS
SM
MD
LG