დღეს, 23 მარტს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ანალენა ბერბოკი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მინისტრ ბერბოკის შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოების გზაზე და საჭირო რეფორმების პროცესში. საელჩოს თანახმად, ვიზიტის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
ანალენა ბერბოკის ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.