Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: ბრძოლას ვაგრძელებთ, მთავრობის შეცვლა ჩვენი მიზანია


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაწყებული ბრძოლა გაგრძელდება, რომლის მიზანი მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა იქნება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში გამართულ გლობალური ინიციატივის - SAVE MISHA-ს თემაზე გამართულ დისკუსიაზე.

მერაბიშვილის განცხადებით, მართალია, საქართველოში აქციები ამ ეტაპზე შეწყდა და ე.წ. „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონიც“ პარლამენტმს უკან გაიწვია, ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ეს ბრძოლა იქნება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის:

„როცა უკრაინა და მოლდოვა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველოს მაშინ ამ სტატუსზე უარი უთხრეს. ახლა საქართველოს მიეცა პერიოდი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეზოლუციისთვის. ახლა ვიწყებთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ვაიძულებთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხში დათმობებზე წასვლას, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

მერაბიშვილმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლების გზებზეც - მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილზე სერიოზული ზეწოლის გარეშე სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG