Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლის კლუბი: ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ


ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კლუბი
ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კლუბი

საქართველოში ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კლუბი ეწინააღმდეგება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. განცხადებაში, რომელიც კლუბმა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ გმობენ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების არამოტივირებულ შეზღუდვას.

"წლებია ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, საერთაშორისო იმიჯს და მისი ინტერესების დაცვას მთელს მსოფლიოში. გვსურს რა ვიდგეთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის სადარაჯოზე, ღრმად გვწამს, რომ წარმოდგენილი კანონი არ შეესაბამება დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრადიციულ შინაარსს, ამოვარდნილია თანამედროვე საერთაშორისო კონტექსტიდან და ფუნქციასაა მოკლებული დღევანდელ საქართველოში. ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს სასიცოცხლო და ეროვნულ ინტერესებს, აშორებს რა ქვეყანას მის ბუნებრივ სივრცეს - ევროპას და დასავლურ ცივილიზაციას", - წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან:

  • ზვიად აძინბაია - კლუბის პრეზიდენტი. ფლეტჩერის სკოლის სამართლისა და დიპლომატიის მაგისტრი (2018) და დოქტორანტი. ციფრული დიპლომატიის სპეციალური შტაბის დამფუძნებელი;
  • თინათინ გენებაშვილი - ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (2017). პროგრამების ოფიცერი, შვედეთის საელჩო საქართველოში;
  • თამარა სართანია - ფლეტჩერის სკოლის სამართლისა და დიპლომატიის მაგისტრი (2009). ქალთა ხმის გაძლიერებისა და ლიდერობის გლობალური მიმართულების ხელმძღვანელი, CARE International / CARE Caucasus;
  • თამთა ოთიაშვილი - ფლეტჩერის სკოლის სამართლისა და დიპლომატიის მაგისტრი (2016);
  • ლელა კვარაცხელია - ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი (2020). პროდუქტების და პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერის იურისტი, საქართველოს ბანკი;
  • თინათინ ბოკუჩავა - ფლეტჩერის სკოლის სამართლისა და დიპლომატიის მაგისტრი (2008). საქართველოს პარლამენტის წევრი;
  • თამთა კუპრაძე - ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (2011), დიპლომატი. თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდერი;
  • ნინო კალანდაძე - ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (2013). დიპლომატი. ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი;
  • ჯაბა დევდარიანი - ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (2001). საერთაშორისო საჯარო მოხელე. დიპლომატი;
  • ირაკლი ჭყონია - ფლეტჩერის სკოლის სამართლისა და დიპლომატიის მაგისტრი (2004).
XS
SM
MD
LG