Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მოითხოვს გამოძიებას ვიდეოჩანაწერისა, რომელზეც, როგორც ჩანს, ასახულია უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯა


უკრაინის ხელისუფლება გამოვიდა მოწოდებით, გამოძიებულ იქნეს ომის დანაშაული - სოციალური მედიით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც ჩანს, ასახავს რუსეთის ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას.

"ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების დახვრეტა არღვევს ჟენევის კონვენციებს, - წერს უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებების კომისარი დმიტრო ლუბინეცი ტელეგრამით და დასძენს, - ეს არის ღირებულებების არქონის და სისასტიკის დემონსტრირება".

ვიდეოზე თითქოს ჩანს უცნობი უკრაინელი სამხედრო, რომელიც სანგარში დგას და რომელსაც ავტომატური იარაღით კლავენ მას შემდეგ, რაც ის წარმოთქვამს სიტყვებს: "დიდება უკრაინას".

XS
SM
MD
LG