Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მომხსენებელი იტყუება, ეს არის რუსული კანონი" - იურიდიულ კომიტეტში "აგენტების" კანონპროექტების განხილვა ვერ იწყება


ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც დღეს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტების განხილვაა დღის წესრიგით გაწერილი, ხმაური და დაპირისპირებაა. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კოლეგების პროტესტისა და შეძახილების გამო ორჯერ გამოაცხადა ტექნიკური შესვენება, გაფრთხილება მისცა ათამდე დეპუტატს და საბოლოოდ მანდატურებს სთხოვა, დარბაზიდან გაეყვანათ ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე.

"ეს რუსული კანონია", "დასახელება შეგეშალათ," მომხსენებელი იტყუება, ეს რუსული კანონია" - ისმოდა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები. პარლამენტარებს შენიშვნები ჰქონდათ რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებითაც.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან შეფერხებებით მუშაობს ლაივსიგნალიც - დარბაზში ხმაურის გაძლიერებისას სიგნალი ითიშება ან ხმა ქრება. გაძლიერებული დაცვის ზომებია მიღებული თავად შენობაშიც - იურიდიულ საკითხთა კომიტეტისკენ მიმავალი დერეფანი გადაკეტილია. ჟურნალისტებს დარბაზში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.

XS
SM
MD
LG