Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air-ის ​ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.

რადიო თავისუფლებისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ Wizz Air-ის თანამშრომლებმა უარი თქვეს, აეროპორტს დაერთო ნება დაგვიანებულ მგზავრებისთვის და მათ რეგისტრაციის გავლის საშუალება ჰქონოდათ.

რატომ არ მიეცათ დაგვიანებულ მგზავრებს ბერლინში გაფრენის შესაძლებლობა, ამ საკითზე Wizz Air-ში კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ.

დაგვიანებით შესრულდა ქუთაისიდან ათენის მიმართულებით ფრენაც. ამ შემთხვევაში ავიაკომპანიამ გაითვალისწინა მეტეოროლოგიური პირობები და მგზავრებს დაელოდა.

რადიო თავისუფლებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ დიდთოვლობის გამო დაწესებულია შეზღუდვები რიკოთის უღელტეხილიდან ქუთაისის აეროპორტამდე სხვადასხვა მონაკვეთზე - შეზღუდულია გადაადგილების სიჩქარე, რაც ზრდის დანიშნულების ადგილამდე ჩასვლის დროს. სავალდებულოა ზამთრის საბურავების გამოყენებაც.

XS
SM
MD
LG