Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: 20 პოლიციის მანქანა გალერიის ეზოში, მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს?


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ეხმაურება ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე სოლიდარობის აქციას, რომელსაც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მართავენ.

სალომე ზურაბიშვილი გალერეასთან მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები „სხვა ეპოქას ახსენებს“.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“

რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ეროვნულ გალერეაში მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ განხორციელებული „თავისუფალი შემოქმედებითი აქტის მიმართ დაწყებული, სრულიად შეუსაბამო, სამართლებლივი დავის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ“.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

XS
SM
MD
LG