Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა


ნატა ფერაძე აქციაზე
ნატა ფერაძე აქციაზე

ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. სამოქალაქო აქტივისტს ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

ინციდენტის შედეგად ნატა ფერაძეს ცხვირი დაუზიანდა.

ნატა ფერაძის თქმით, სამართალდამცავები მას იმ საღებავების გამო დაუპირისპირდნენ, რომლებიც პარკში ეწყო და ისინი არ გამოუყენებია:

„ადგილი ფჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. პარკში მედო პულვილიზატორები, რომლითაც სახლში დაწერეს ბიჭებმა ეს წარწერა (პლაკატი რ.თ) და უბრალოდ წამოიღეს. ასე მეტაკნენ უცებ და ტუჩი მტკივა, ცხვირიდან სისხლი მომდის“, - ამბობს ნატა ფერაძე.

რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ეროვნულ გალერეაში მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ განხორციელებული „თავისუფალი შემოქმედებითი აქტის მიმართ დაწყებული, სრულიად შეუსაბამო, სამართლებლივი დავის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ“.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

XS
SM
MD
LG