Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი 2,2-მილიარდიანი პაკეტის შესახებ


აშშ-მა მოიწონა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი, 2,2 მილიარდიანი პაკეტი. კიევი პირველად მიიღებს მაღალი სიზუსტის რაკეტებს GLSDB-ებს, რომელთა ფრენის რადიუსი 150 კილომეტრია. პაკეტი მოიცავს ასევე HIMARS-ის სისტემების ამუნიციას, ჯავშანტექნიკას, Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, Puma-ს უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Javelin-ებს.

როგორც გამოცემა Inside Defence-ი იტყობინება პენტაგონზე დაყრდნობით, დახმარების ახალ პაკეტში იქნება მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები თერმული ხედვით, განსაკუთრებით დაცული ჯავშანმანქანები, მრავალრიცხოვანი ამუნიცია, კავშირის საშუალებები და საველე მოწყობილობები.

მანამდე აშშ უკრაინას უგზავნიდა მხოლოდ 80 კილომეტრამდე მოქმედების რაკეტებს, მაგრამ ნოემბერში იტყობინებოდნენ, რომ Boeing-მა, რომელიც აწარმოებს GLSDB-ებს, უკრაინაში ახალი შეიარაღების გაგზავნის წინადადება მიიღო.

აშშ-მა, ევროპის ქვეყნებმა, იაპონიამ და ავსტრალიამ უკვე აღმოუჩინეს უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება - სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული. აშშ-ის დახმარება ყველაზე მასშტაბურია. უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების მოცულობის თვალსაზრისით შემდეგ მოდიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა და პოლონეთი.

XS
SM
MD
LG