შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და ახალი სანქციები დააწესა რუსეთის წარმომადგენლების მიმართ. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ვიცე-პრემიერი და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელი დენის მანტუროვი, თათრეთის ხელმძღვანელი რუსტამ მინიხანოვი და ბიზნესმენი სერგეი ადონიევი.
ახალი სანქციები ასევე შეეხოთ ექვს პირს და 12 კომპანიას, რომლებსაც ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ დაკავშირებული არიან სამხედრო კომპანია "ვაგნერთან" და მის დამფუძნებელთან და სპონსორთან ევგენი პრიგოჟინთან. სიაში, კერძოდ, შედიან "ალმაზ-ანტეის" კონცერნი, საჰაერო თავდაცვის სისტემების შემქმნელი და მწარმოებელი Sela Security Services, რომელიც, მედიის ცნობით, ცენტრალურ აფრიკაში "ვაგნერის" ინტერესების დამცველს წარმოადგენს.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილე 531 რუს სამხედროს სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. აშშ-ის საგარეო უწყება ასევე აწესებს შეზღუდვებს რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის იმ სამი ხელმძღვანელის წინააღმდეგ, რომლებიც კომპანია „ვაგნერს“ უკრაინასთან ომისთვის პატიმრების გადაბირებაში დაეხმარნენ.