Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ დააკავა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი


გერმანიის დროშა
გერმანიის დროშა

გერმანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდებაში.

გერმანიის პროკურატურის მიერ 26 იანვარს გავრცელებული განაცხადებით, არტურ ე. გასულ შაბათ-კვირას დააკავეს მიუნხენის აეროპორტში, როცა იქ აშშ-დან ჩაფრინდა.

პროკურატურის თანახმად, მან რუსეთში ჩაიტანა ინფორმაცია, რომელიც მიიღო გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელ კარსტენ ლ.-სგან.

კარსტენ ლ. გასულ თვეში დააკავა გერმანიის პოლიციამ.

რუსეთისთვის გადაცემული ინფორმაციის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG