Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა რუსეთს გადასცა დაჭრილი და მძიმედ ავადმყოფი უკრაინელი ჯარისკაცების სია


დმიტრო ლუბინეცი, უკრაინის სახალხო დამცველი
დმიტრო ლუბინეცი, უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინულმა მხარემ რუსეთს გადასცა 748 მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი უკრაინის დამცველის სია, რომლებიც აგრესორი ქვეყნის ტყვეობაში არიან, - ამის შესახებ ვერხოვნა რადის ადამიანის უფლებათა დამცველი დიმიტრო ლუბინეცი თავის ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში აღნიშნავს.

"მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინულმა დელეგაციამ რუსულ მხარეს გადასცა 748 მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი უკრაინის დამცველის სია, რომლებიც ამჟამად აგრესორი სახელმწიფოს ტყვეობაში არიან, მათი გადამოწმების, ყოფნის ადგილის და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად", - თქვა ლუბინეცმა.

უკრაინის სახალხო დამცველის თანახმად, ამ სიაში მყოფი ადამიანების შემოწმების შედეგები (ისევე როგორც დაჭრილი რუსი სამხედრო ტყვეების სია, რომელიც უკრაინულ მხარეს მიეწოდება) რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი მოლაპარაკებების საგანი უნდა გახდეს.

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ 2022 წელს რუსეთის ტყვეობიდან თითქმის 1600 ადამიანის დაბრუნება მოახერხა.

XS
SM
MD
LG