Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა


თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, მისი განცხადება მედიას უწყების პრესსამსახურმა მიაწოდა.

"მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რადიო თავისუფლება თავდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციას ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობს. უწყებას ამ დრომდე არ გაუცია ნოდარ ათუაშვილის შესახებ არსებულ შემდეგ კითხვებზე პასუხი: როდის ირიცხებოდა იგი თავდაცვის სამინისტროს რიგებში და რა გახდა მასთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი?

XS
SM
MD
LG