Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუბა კიკაბიძე დაკრძალეს


ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი
ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი

ქართველი კინომსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე თბილისში, ვერის სასაფლაოზე, ცოლისა და დედის გვერდით დღეს, 19 იანვარს, დაკრძალეს. ის 84 წლის იყო.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიასა და თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. პანაშვიდზე წაიკითხეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილები.

ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა: "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა.

ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა. ის მოქმედი, მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან".

XS
SM
MD
LG