Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ათობით პოლიციელი დაშავდა ქვანახშირის მაღაროს საპროტესტო აქციაზე


პოლიციისა და აქციის მონაწილეთა დაპირისპირება
პოლიციისა და აქციის მონაწილეთა დაპირისპირება

გერმანიაში 70-მდე პოლიციელი დაშავდა გარემოს დამცველთა აქციაზე, რომელიც აპროტესტებდა სოფელ ლიუტცერატის დანგრევას ქვანახშირის მაღაროს გაფართოების მიზნით, აცხადებს პოლიცია 15 იანვარს.

პოლიცია ცდილობდა დასახლებიდან გაეყვანა აქტივისტები. 14 იანვარს ადგილზე ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა, მათ შორის ცნობილი შვედი გარემოსდამცველი გრეტა თუნბერგი.

გრეტა თუნბერგი, შვედი გარემოსდამცველი
გრეტა თუნბერგი, შვედი გარემოსდამცველი

ლიუტცერატში დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ მოსახლეები, სოფელს ანგრევენ იმისთვის, რომ გაფართოვდეს ქვანახშირის ღია მაღარო. გაფართოების პროცესი მიმდინარეობს, მიუხედავად ქვანახშირის გამოყენების თანდათანობითი შემცირების გეგმისა, რასაც ხელისუფლება ხსნის უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ენერგოკრიზისით.

XS
SM
MD
LG