Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, იყოს ჯანმრთელი. კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი - პაპუაშვილი სააკაშვილზე


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუძლურება ციხიდან გამოსაყვანად უნდათ მის მეგობრებს. მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ეზოში უთხრა ჟურნალისტებს, რომ სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესშია, ის ჯანმრთელი იყოს.

"როდესაც ექიმებს არ ემორჩილება და არ მიჰყვება იმ დანიშნულებებში, რომელიც მათ აქვთ, შესაძლოა, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნას... მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მისი ყველაზე დიდი მტრები არიან, არ უნდათ, რომ მოიხადოს სასჯელი იმაზე, რომ გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი. არ უნდა, რომ ამაზე აგოს პასუხი. მას არ უნდა, რომ პასუხი აგოს ვალერი გელაშვილის ცემაზე. უბრალოდ, არ უნდა, რომ იყოს ციხეში.

ჩვენ ვაკვირდებით ერთ წელზე მეტია, რომ ცდილობს მოძებნოს რაიმე მიზეზი, რომ თავი დააღწიოს სასჯელს... სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, ის იყოს ჯანმრთელი. მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი. მისი მეგობრების ინტერესია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან", - თქვა პაპუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. დღეს ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც.

XS
SM
MD
LG