Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლის ვინაობა


მარცხნიდან: რომეო ფირჩახია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია, ავთო რურუა და როლანდ კვარაცხელია
მარცხნიდან: რომეო ფირჩახია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია, ავთო რურუა და როლანდ კვარაცხელია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას.

რადიო თავისუფლებას უწებაში უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა საქარველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.

ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან:

  • ავთო რურუა;
  • რომეო ფიჩხაია;
  • როლანდ კვარაცხელია;
  • ბადრი მარკელია;
  • მერაბ ალადაშვილი.

ქართული რაზმის წევრები "კადიროველთა" თავდასხმას ემსხვერპლნენ ბახმუტთან.

რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.

განმარტება: თავდაპირველ ვერსიაში არასწორად იყო მითითებული ერთ-ერთი დაღუპული მებრძოლის, რომელო ფიჩხაიას გვარი.

XS
SM
MD
LG