პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უპასუხა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა სასკოლო კვების შემოღებას. როგორც ჩხენკელმა განმარტა, სამინისტრო ამჟამად მუშაობს სასკოლო კვების საკითხზე და სხვადასხვა მოდელს ამუშავებს.
„თქვენი ხელისუფლების დროს საერთოდ არ იყო საუბარი სასკოლო კვების საკითხზე. საერთოდ არაფერი გაკეთებულა. გეტყვით, როგორი იქნება პროცედურა - როგორც გითხარით, ჩვენ სხვადასხვა მოდელს, სხვადასხვა მოსაზრებას UNICEF-თან ერთად წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს. როდესაც უკვე გუნდში გადავწყვეტთ, რა მიმართულებით მივდივართ, მსჯელობის შემდეგ, სამუშაო პროცესი რაც იქნება, რასაკვირველია, ეს გასაჯაროვდება და მთელი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. რაც მთავარია, შემდგომ ის დაინერგება, თქვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით", - მიმართა განათლების მინისტრმა ხატია დეკანოიძეს.