სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია მისი უარისთვის, დახმარებოდა სომხეთს 2020 წლის ექვსკვირიან ომში აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
ერევანში 23 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე გამოსვლისას, რომელსაც სხვა ლიდერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო, ფაშინიანმა თქვა, რომ ორგანიზაცია თავის წევრს, ყაზახეთს, იანვრის დამდეგს დაუყოვნებლივ დაეხმარა, როცა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ითხოვა, რომ ორგანიზაციის ჯარები შესულიყვნენ ქვეყანაში იქ უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია 2002 წელს შეიქმნა. მასში შედიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი.
სამიტზე გამოცხადდა, რომ ყაზახი პოლიტიკოსი იმანღალი ტასმაღამბეტოვი შეცვლის ბელორუს პოლიტიკოსს, სტანისლავ ზასს ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე.