Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვხუმრობდი ჟურნალისტებთან" - ზარქუა ხსნის, რატომ მოიხსენია სენატორი "ჩათლახად"


პარლამენტარი ირაკლი ზარქუა "ფეისბუკზე" სტატუსით ეხმაურება თავის ნათქვამ შეურაცხმყოფელ ფრაზას სენატორ შაჰინის მიმარ და ამბობს, რომ ჟურნალისტებმა "შავი მასალა" გამოაქვეყნეს, რომელშიც კონტექსტი შეცვლილი იყო.

"სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ.

მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან.

ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.

როგორც წესი ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია", - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი.

ზარქუამ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია მაშინ, როცა მას პარლამენტში რამდენიმე არხის კორესპონდენტებმა სთხოვეს, შეეფასებინა განცხადება, რომელიც ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტში გააკეთა 16 ნოემბერს.

16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: "საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ".

XS
SM
MD
LG