IRI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ? - პასუხები ასეთია:
- 34% - მტკიცედ უჭერს მხარს;
- 18% - გარკვეულწილად უჭერს მხარს;
- 8% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
- 34% - მტკიცედ ეწინააღმდეგება;
- 6% - არ იცის.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კვლევა ჩატარდა რესპონდენტებთან სახლში პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. კვლევაში მონაწილეობდა 18+ ასაკის და ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. ცდომილების ზღვარი შეადგენს +-2,5%-ს. პასუხის გაცემის მაჩვენებელია 74%.