Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელი უარი კანდიდატის სტატუსზე? - ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან


„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას” სთავაზობენ ნებისმიერ სატელევიზიო ეთერში ერთად დასხდომას და ევროკომისიის მოთხოვნათა 12-პუნქტიან ჩამონათვალზე მსჯელობას - ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს საჯაროდ საუბარს იმაზე, თუ რატომ შეიძლება მომავალი წლის ბოლოს საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ევროპელ პოლიტიკოსებთან და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროკომისიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ განაცხადეს, რომ საქართველო არც წლის ბოლოს უნდა ელოდოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და არც მომავალ წელს.

კიდევ რა მოისმინეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ბრიუსელში, რატომ ფიქრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საჭირო ნაბიჯების გადადგმა დააგვიანა, რა საკანონმდებლო ცვლილებებს ელის ევროკავშირი საქართველოსგან, რას ფიქრობენ იქ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე და რატომ დაუწუნეს ის საქართველოს ხელისუფლებას და რას ეფუძნება ევროპელი პარტნიორების მოსაზრება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი სწრაფი ნაბიჯებით წაიწიოს წინ ევროპული ინტეგრაციის გზაზე?

ამ საკითხებზე ლაპარაკობს ზურაბ ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG