Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ“ ცნო


არქივის ფოტო
არქივის ფოტო

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ“ ცნო. სამშაბათს გამართულ კენჭისყრაში შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა ერთპალატიანი პარლამენტის 88-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, თავი არავის შეუკავებია.

დოკუმენტში ნათქვამია უპირობო გაკიცხვაზე როგორც თავად უკრაინაზე თავდასხმის ფაქტისა, ასევე მისი საკვანძო მოვლენებისა - სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და ტერიტორიების ანექსიისა სეპარატისტულ რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ. დოკუმენტი შეიცავს ასევე მოთხოვნას, რუსეთი გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან.

„პუტინის რეჟიმმა, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, რუსეთი აქცია ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია რეზოლუციაში. მასში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ აუცილებელია „ერთობლივად წინააღმდეგობა“. დოკუმენტი შეიცავს საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მოწოდებას, მიიღონ ანალოგიური დეკლარაციები.

ამავე დროს არ იქნა მიღებული ესტონეთის პარლამენტის დასკვნითი დოკუმენტის რამდენიმე ცვლილება. მათ შორისაა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი მოწოდება, დაუყოვნებლივ გაიწვიონ მოსკოვიდან თავიანთი ელჩები და დახურონ დიპლომატიური წარმომადგენლობები; მოწოდება, რუსეთის მოქალაქეებს არ მისცენ თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში; ასევე მოწოდება ესტონეთის მთავრობისადმი, სრულად დახუროს რუსეთთან საზღვრები და გამოვიდეს ყველა სასაზღვრო შეთანხმებიდან.

ადრე ანალოგიური რეზოლუცია მიიღო ლატვიის პარლამენტმა.

XS
SM
MD
LG