Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაღმაიძე უარყოფს, რომ პატრიარქი გადადგომას აპირებს


ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს, რომ პატრიარქი ილია მეორე გადადგომას აპირებს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ გასულ წელს ამაზე საუბარი იყო. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან სვეტიცხოველში ისაუბრა.

"მე შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ნათქვამი ჰქონდა გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, არანაირი დღესთან დაკავშირებით ვადები", - თქვა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აპირებდა კათოლიკოს-პატრიარქი გადადგომას, იგი პასუხობს: "ალბათ, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასაკიდან გამომდინარე. მაშინ იქვე ვთქვი, რომ მღვდელმთავრები, ზოგადად, არიან წინააღმდეგნი. ისინი პატრიარქისადმი მამობრივი გრძნობებით არიან განწყობილი, ამიტომ განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს მსახურება. პატრიარქი თუ გადაწყვეტს გადადგომას, ეს მან სინოდზე უნდა თქვას".

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, "კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე".

XS
SM
MD
LG