Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Milliyet-ი: თურქეთი აპირებს, მოლაპარაკებები მოაწყოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთი აპირებს, მოაწყოს მოლაპარაკებები, ერთი მხრივ, რუსეთს და, მეორე მხრივ, აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის. ამის შესახებ თურქეთის გამოცემა Milliyet-ი იტყობინება. გამოცემის თანახმად, გეგმა აშშ-ს გადაეცა მნიშვნელოვანი კერძო არხებით.

როგორც Milliyet-ი აცხადებს, ვაშინგტონიდან პირველი კომენტარები დადებითია, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, მოხერხდება თუ არა სავარაუდო დიალოგში რუსეთის წარმომადგენლის პოვნა. ადრე თურქეთი ღია არხებით მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინას და ამბობდა, რომ კონფლიქტში კვლავ მშვიდობა უნდა დამყარდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოუყენებლად, წერს გამოცემა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უარს ამბობს საშუამავლო მომსახურებაზე. როგორც მოსკოვში აცხადებენ, ამ წინადადებით ბევრი გამოდის მსოფლიოში.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მაისში შეწყდა. დელეგაციების უკანასკნელი პირისპირ შეხვედრა მარტის ბოლოს გაიმართა სტამბოლში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქტომბრის დამდეგს - მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები გაიმართა - უარი თქვა მოსკოვთან მოლაპარაკებებზე, სანამ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი რჩება.

XS
SM
MD
LG