Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურებში, "ახმეტელის თეატრსა" და "ვარკეთილში", ტურნიკეტები შეიცვლება


მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი"
მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი"

მეტროსადგურებში, "ახმეტელის თეატრსა" და "ვარკეთილში", ტურნიკეტები შეიცვლება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, ასე მეტროში უფრო მეტი მგზავრი ჩავა.

"მეტროში პრობლემური საკითხია "ვარკეთილის" და "გლდანის" მეტროს ჩასასვლელი და ამოსასვლელი, რომელიც ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც განსაკუთრებით პიკის საათის დროს იყენებს მეტროს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა, განისაზღვრა, რა იწვევს ამ ყველაფერს და რა უნდა გაკეთდეს...

ახალი ტურნიკეტების დამონტაჟება. „ახმეტელის“ და „ვარკეთილის“ მეტროში გვაქვს 7 გასასვლელი, ახალი ტურნიკეტის მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა. ეს 30%-ით მეტი მგზავრის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს. 5-6 თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას", - თქვა თბილისის მერმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუკი ახლა ამ სადგურებში საათში მხოლოდ 6300 მგზავრი ჩადის, ახალი ტურნიკეტები 8100 ადამიანის გატარებას შეძლებს.

XS
SM
MD
LG