Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის მიერ გამოცხადებული უკანონო ანქესია არაფერს შეცვლის - ევროკავშირის ლიდერები


ევროკავშირისა და უკრაინის დროშები სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობის წინ
ევროკავშირისა და უკრაინის დროშები სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობის წინ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პუტინის მიერ კრემლში გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის.

„რუსი დამპყრობლების მიერ უკანონოდ ოკუპირებული ყველა ტერიტორია ყოველთვის უკრაინის სუვერენული ერის საკუთრება იქნება“, - დაწერა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.

მისი სიტყვებით, ევროკავშირი რუსეთს მაღალ ფასს გადაახდევინებს.

მანვე გააზიარა ევროპული საბჭოს ლიდერთა ერთობლივი განცხადება.

„ევროკავშირის 27 ლიდერი გმობს უკანონო ანექსიას, არ ვაღიარებთ და არასოდეს ვცნობთ ყალბ რეფერენდუმებს, არასოდეს ვაღიარებთ უკანონო ანექსიას“, - ეს სიტყვები ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაწერა ტვიტერის გვერდზე.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა კი განაცხადა, რომ „უკრაინის ტერიტორიების ანექსია საერთაშორისო სამართლისა და ნატოს წესდების უხეში დარღვევაა“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

.

XS
SM
MD
LG