Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი, უკანონო მიგრაციის თავიდან აცილების მიზნით, სლოვაკეთთან დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს


29 სექტემბრიდან ჩეხეთის პოლიცია, შენგენის კოდექსის შესაბამისად, ათდღიან სასაზღვრო კონტროლს იწყებს სლოვაკეთის საზღვარზე, რათა აღკვეთოს ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შესვლა. ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება პორტალ Euractiv-ზე დაყრდნობით, რომელსაც ინფორმაცია ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუდასტურა.

"არალეგალური მიგრაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო ვითარებას განვიცდით - მხოლოდ 2022 წლის დასაწყისიდან, პოლიციამ ჩეხეთში 11 000 არალეგალი მიგრანტი დააკავა", - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.

ჩეხეთის საზღვარს არალეგალი მიგრანტების დიდი რაოდენობა კვეთს, რომელთა უმეტესობა თურქეთიდან ევროკავშირში ჩასული სირიელებია.
არალეგალურ მიგრაციასთან ერთად, სახეზეა ასევე ორგანიზებული დანაშაული, მაგალითად, კონტრაბანდა, რომელიც ასევე გაიზარდა ბოლო პერიოდში.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო მკაცრი სასჯელის ინიციატივით გამოდის.

ამ ნაბიჯის შესახებ ჩეხეთის მთავრობამ მეზობელ ქვეყნებსა და ევროკომისარს შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონს, აცნობა.

XS
SM
MD
LG